ჟან მარტენ შარკოს - ფრანგი ექიმის - ფსიქიატრის, ნევროლოგიურ დაავადებათა სპეციალისტის, ზიგმუნდ ფროიდის მასწავლებლის - დაბადების
165 წლის თავზე.

ჯონ ფლემინგის - რადიოტექნიკისა და ელექტროტექნიკის დარგში ინგლისელი მეცნიერის 141 წლის იუბილეზე.
ჟაკ შირაკის - ფრანგი პოლიტიკოსისა და ყოფილი საფრანგეთის პრეზიდენტის 58 წლის იუბილეზე.

ანა კეი ფერისის - ამერიკელი მსახიობის 14 წლის იუბილეზე.

ჩემი ბავშვობა იყო მხიარულიც, თბილიც, საქმიანიც. არ ვყოფილვარ ანცი, მაგრამ მიყვარდა მეგობრებთან თამაში, სოფლის ორღობეში. ხშირად სათამაშო რომ არ გვქონდა, მაგრამ ჩვენი ბავშვური ფანტაზიით ძველ ნივთებს (მაგ.: ბებიის, ბაბუის შემონახული ძველ კუპიურებს) ვიყენებდით საზრიანად. არ ვიღლებოდი თამაშით, მაგრამ არც სწავლა მავიწყდებოდა.
ვფიქრობ, ყოველთვის მქონდა პასუხისმგებლობის გრძნობა ჩემი პედაგოგების წინაშე, რომლებიც თავდაუზოგავად ცდილობდნენ ჩვენთვის ცოდნის კარის შეღებას და ცოდნის სამყაროში თვალდახუჭული სიარულისaთვის მომზადებას. მახსოვს ყველაზე სასიხარულო და ყველაზე ჭკუისსასწავლებელი ამბები.
მიზანს თუ დავისახავ ყველაფერს ვაკეთებ, მივაღწიო მას. თუმცა არა პრინციპით: "მიზანი ამართლებს საშუალებას".
ვერ ვიხსენებ, როდის გადავწყვიტე რა გზით წავსულიყავი, მომავალ პროფესიას ვგულისხმობ. მაგრამ მახსოვს, რომ ყოველთვის მინდოდა დამდგარიყო დღე, როდესაც ყველაზე ღრმა და ყველაზე უცნობ, ყველაზე რთულ და ყველაზე საყვარელ, ყველაზე შორეულ და ყველაზე ახლობელ, ყველაზე ანც და ყველაზე ცნობისმოყვარე ბავშვებს შემ ოვიკრებდი გარშემო და მივიქცევდი მათ ყურადღებას საინტერესო თემებზე საუბრით, საინტერესო იდეების მათი მონაწილეობით აღმოჩენის პროცესით.
ეს დღე დადგა არც ისე ხანმოკლე და არც ისე ხანგრძლივი, არც ისე რთული და არც ისე მარტივი სწავლის პერიოდის შემდეგ.
ალბათ, მაინც ბავშვების სიყვარულმა და თვითონ მასწავლებლობის, ამ პროფესიის ინტერესმა გადამაწყვეტინა გავმხდარიყავი მასწავლებელი.
არ ვიცი რა იქნება მომავალში ჩემი მიზანი, მაგრამ ახლა ვიცი რაც მინდა. გავულამაზო ყოველი დღე ჩემს ბავშვებს. ვაქციო ყოველი დღე ახალი აღმოჩენების დღედ. დავინახო მათი გაკვირვებული და აღფრთოვანებული სახეები, ჩემი ან მათი მიზეზით.
ვარ მასწავლებელი, ესე იგი მაკისრია მოვალეობა ჩავყარო საძირკველი, რომ მათ იპოვონ ცხოვრების სწორი გზა, შევიტანო დიდი წვლილი მათ პიროვნებებად ჩამოყალიბების პროცესის დაწყებაში (ისე ხომ არაფერი ხდება დასაწყისი თუ არ აქვს).
ჩემი მიზანია ვიყო "მასწავლებელი", ე.ი. ჩემი მიზანია ვიაზროვნო და ვაკეთო, რაც შეიძლება მეტი ჩემი ბავშვებისთვის.
სადღაც მიდის დრო. არ მინდა დრო გამეპაროს. მინდა ბევრი შევძლო, ბევრი დავტოვო ქვეყანაზე, შეიძლება ბევრისთვის არა, მაგრამ ერთეულებისთვის მაინც, მთავარია დავტოვო.