2017-2018 სასწავლო წლის განმავლობაში ტარდებოდა კითხვის საათი, რომლის განმავლობაშიც მოსწავლეები კითხულობდნენ და აანალიზებდნენ წაკითხულს. კითხვის საათზე, შეიძლება ითქვას, ყველაზე გამორჩეულ საკითხავ ლიტერატურად შევარჩიეთ "მაწანწალა რასმუსი". კითხვის პარალელურად ვაწარმოებდით მკითხველის დღიურს, სადაც მოსწავლეები თითოეული თავის წაკითხვის შემდეგ წერილობით ან ჩანახატის სახით აფიქსირებდნენ წაკითხული მონაკვეთის(თავის) მთავარ აზრს, გამოხატავდნენ ემოციას წაკითხულის შესახებ და ბოლოს გამოთქვამდნენ ვარაუდს, რა მოხდებოდა მომდევნო მონაკვეთში(თავში).
მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა წიგნის საერთო კითხვის პროცესი და განსაკუთრებით მკითხველის დღიურის წარმოება. მიუხედავად ამისა, იყო რამდენიმე მოსწავლე, რომელიც ნაკლები ინტერესით ეკიდებოდა დღიურის წარმოებას, თუმცა წიგნის კითხვის და ანალიზის პროცესი მათთვისაც საინტერესო იყო.
No comments:
Post a Comment