1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებს მივაწოდე ინფორმაცია, რომელი წლიდან აღინიშნება, რა ღონისძიებებით და ა.შ. გარდა ამისა, განხორციელდა
რამდენიმე სახის სახალისო აქტივობა როგორიცაა მაგალითად, "ჩემი ისტორია". აქტივობის მიზანი იყო გაგვერკვია რამდენად იცნობდნენ ბავშვები ერთმანეთს. მოსწავლეებმა პატარა ფურცლებზე დაწერეს საკუთარი თავის შესახებ, ის რაც ყველასთვის ერთი შეხედვით არ ჩანს. ბარათები ჩამაბარეს მე და ანონიმურად წავუკითხე მთელ კლასს, მოსწავლეებმა კი ამოიცნეს ერთმანეთი. შედეგად მივხვდით, რომ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და გავხალისდით.ამასთან, ერთ-ერთი აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა მშობლების
მონაწილეობით. ასევე, გვესტუმრნენ მშობლები ფერადი ბუშტებით და გაგვილამაზეს დღე.
დღის ბოლოს, პარალელური კლასის მოსწავლეებთან ერთად დავდგით ფლეშმობი.
შედეგად მოსწავლეებისთვის ეს დღე ძალიან მხიარული და სასიამოვნო აღმოჩნდა.
No comments:
Post a Comment