ჩვენს გადაცემებში ნახავთ და მოისმენთ ბევრ საინტერესო, შემეცნებით, სახალისო ამბავს. გიამბობთ ყველაფერზე მთელი მსოფლიოდან და სამყაროდან. იმის შესახებ, რაც უკვე ვიცით და რაც ჯერ არ ვიცით. ამ ყველაფერს ჩვენი მშობლიური ანბანის მიხედვით აკინძულს შემოგთავაზებთ.
გადაცემას მოამზადებენ სსიპ ქალაქ თბილისის N108 საჯარო სკოლის IIIე კლასის მოსწავლეები.
გადაცემები შეგიძლიათ იხილოთ: https://web.facebook.com/racvicitdaarvicit/?ref=aymt_homepage_panel#
ან ამისთვის საკმარისია საძიებო ველში ჩაწეროთ - საბავშვო გადაცემა "რაც ვიცით და არ ვიცით". ასევე https://www.youtube.com/watch?v=iK8aJLUkquc
https://www.youtube.com/watch?v=OS1h_YjC3HM
ან ამისთვის საკმარისია საძიებო ველში ჩაწეროთ - საბავშვო გადაცემა "რაც ვიცით და არ ვიცით". ასევე https://www.youtube.com/watch?v=iK8aJLUkquc
https://www.youtube.com/watch?v=OS1h_YjC3HM
გადაცემებზე მუშაობა ფაქტიურად პროექტის ხასიათისაა, იმდენად რამდენადაც მოსწავლეები ამუშავებენ საჭირო ინფორმაციას (ჩემი დახმარებით) ანბანის მიხედვით დაწყობილს და ამ პროცესში ისინი უამრავ საინტერესო და აქამდე უცნობი ფაქტების თუ მოვლენების შესახებ იღებენ ინფორმაციას თამაშის გზით, რადგან მათთვის თამაში-"იყვნენ ჟურნალისტები" ძალიან საინტერესო, სახალისო და მოტივაციის მიმცემია.
გადაცემები არ შემოიფარგლება მხოლოდ შიდა საკლასო ხასიათის რეპორტაჟებით. მოსწავლეები, შეძლებისდაგვარად, მოამზადებენ რეპორტჟებს სახვადასხვა ადგილიდან.
დიდი იმედი გვაქვს, პროექტი წარმატებული იქნება და ეფექტურ შედეგზე გავალთ. მოსწავლეები შეიტყობენ ბევრს მთელი მსოფლიოდან და სამყაროდან. რაც მთავარია, განუვითარდებათ პრეზენტაციის, გაბმული, სწორი მეტყველებისა და კომუნიკაციის, აუდიტორიასთან წარდგენის უნარები, რაც თანამედროვე ადამიანისთვის მნიშვნელოვან უნარებს წარმოადგენს.
გადაცემაზე მუშაობა განვაახლეთ 2017-2018 სასწავლო წლიდანაც, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო მხოლოდ ერთი გადაცემის ჩაწერა მოვახერხეთ. მაგრამ გადაცემა იყო მრავლის მომცველი, საინტერესო.
გადაცემა შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ მისამართზე: https://web.facebook.com/racvicitdaarvicit/videos/2026631564262597/
No comments:
Post a Comment