Wednesday, February 14, 2018

მკვითხელთა კლუბი

2017-2018 სასწავლო წლის იანვრის თვიდან IIIე, IVდ და IVე კლასის პედაგოგებმა მოსწავლეებთან ერთად შევქმენით მკითხველთა კლუბი "სიბრძნის მაძიებლები".
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე შევარჩიეთ საკითხავი ლიტერატურა (გიორგი კეკელიძე-"თომას ზღაპრები") და დავგეგმეთ აქტივობები, რომლებსაც შემდეგ შეხვედრაზე განვახორციელებდით.
 I შეხვედრა. 🕑🤝📢📖
შეხვედრის მიზანი იყო წაკითხული წიგნის შინაარსის წვდომა, გაუგებარი სიტყვებისა და გამონათქვამების განმარტება. 
შეხვედრის დასაწყისში გავიხსენეთ კლუბის შექმნის მიზანი, წიგნი, რომელიც წავიკითხეთ (გიორგი კეკელიძის "თომას ზღაპრები") და განვსაზღვრეთ შეხვედრის მიზანი. 
მოსწავლეები დავყავით 3 ჯგუფად. ისმენდნენ რა შინაარსზე ორიენტირებულ კითხვებს, შესაბამის პასუხებს ჯგუფებში შეჯერების შემდეგ აფიქსირებდნენ. ასევე, განვმარტეთ გაუგებარი სიტყვები და გამოთქმები.
შეხვედრა წარმატებული აღმოჩნდა,👏 რადგან მოსწავლეებმა, როგორც შინაარსზე ორიენტირებულ შეკითხვებზე პასუხს გაართვეს თავი, ისე, ერთი შეხედვით, გაუგებარი სიტყვებისა და გამოთქმების განმარტებებს.
ასევე, უნდა აღინიშნოს მოსწავლეების მონდომება, 🙋‍♂️🙋‍♀️ ინტერესი 🤔 და ხალისი 🙆‍♀️🙆‍♂️აღნიშნული საქმიანობისადმი.
მომდევნო შეხვედრისთვის მოსწავლეებს დაევალათ, მისწერონ წერილი  თომას. ჰკითხონ, რაც აინტერესებთ, რაზეც წიგნიდან პასუხი ვერ მიიღეს. მომდევნო შეხვედრაზე წერილის ადრესატი, სურვილისამებრ, იქნება რამდენიმე ბავშვი და კლუბის სხვა წევრების თომასთვის გაგზავნილ წერილს უპასუხებს თომას სახელით.
აღნიშნულმა დავალებამ მოსწავლეების მოწონება 👌👍დაიმსახურა. როგორც ჩანს, 🤔 თომასთან ბევრი შეკითხვა აქვთ. 
წარმატებები მათ. 😍




II შეხვედრა(04.04.2018წ.)
მეორე შეხვედრაზე მოსწავლეებმა წერილი მისწერეს თომას, სადაც გადმოსცეს თავიანთი შთაბეჭდილებები და ემოციები, წაკითხულით გამოწვეული. ასევე, დაუსვეს ბევრი შეკითხვა, იმ თემებზე, რის შესახებაც მისგან მეტის გაგება უნდოდათ. რა თქმა უნდა თომას ზღაპრიდან ვერ გადმოვიყვანდით, მიუხედავად იმისა, რომ ამის დიდი სურვილი გვქონდა და ვნატრობთ მასთან შეხვედრას, რადგან ძალიან შეგვიყვარდა თომა და ჩვენი მეგობარიც გახდა. ასე რომ რამდენიმე მოსწავლემ, თავიანთი სურვილით, მოირგო თომას როლი და შეეცადა თომასთვის მიწერილი წერილებისთვის სრულყოფილად და დამაჯერებლად ეპასუხა.
თომას როლის შემსრულებლებმა კარგად გაითავისეს დაკისრებული მისია და დამაჯერებელი პასუხებიც გასცეს წერილში დასმულ ბევრ აზრიან და საინტერესო კითხვას.
შეხვედრის დასასრულს შევაჯამეთ შეხვედრა და მომავალი შეხვედრის დავალებებიც განვსაზღვრეთ.
გადავწყვიტეთ, რადგან ძალიან მოგვეწონა "თომას ზღაპრები" გავაკეთოთ წიგნის რეკლამა და ჩვენი თანატოლები, ჩვენზე პატარები თუ დიდები დავაინტერესოთ, წაიკითხონ ეს საოცრად საოცარი წიგნი. წიგნი, რომელიც გიხსნის, როდის მთავრდება ბავშვობა, როგორია სიტყვარული, როგორი უნდა იყოს სიტყვა, რომ მადლი ჰქონდეს და ბევრი სხვა.
ძალიან, ძალიან გვინდა "თომას ზღაპრების" ავტორთან შეხვედრა. სურვილები ხდებაო, მთავარია გჯეროდეს და მთელი გულით ჩაიფიქროვო! 

























III შეხვედრა     "გემრიელი ვიქტორია" 






No comments:

Post a Comment