Friday, February 16, 2018

შეფასების რუბრიკები

რა არის შეფასების სქემა?
შეფასების სქემაში წარმოდგენილია მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმები და მათი გამოყენების წესები, რომლის მიხედვითაც ფასდება მოსწავლის აკადემიური მოსწრება.
შეფასების სქემები, იმის მიხედვით თუ რა მიზნით ვიყენებთ მათ, სხვადასხვა სახისაა. აქედან გამომდინარე შეფასების სქემა შეიძლება იყოს ანალიტიკური, ჰოლისტური, ზოგადი და კონკრეტული. 
ანალიტიკური  შეფასების სქემაში კრიტერიუმები კონკრეტული ოპერაციების შეფასებაზეა ორიენტირებული და მორგებული. კონკრეტული ოპერაციის შეფასებით  შეგვიძლია გავიგოთ მოსწავლემ რა როგორ გააკეთა.
ჰოლისტური შეფასების სქემაში ვაერთიანებთ ყველა კრიტერიუმსა და მახასიათებლებს. მოსწავლის შეფასება ხდება ზოგადად და არა კონკრეტული მახასიათებლებით.
ზოგადი შეფასების სქემა დავალებებისა და უნარ-ჩვევების ერთობლიობების შესაფასებლად გამოიყენება.
კონკრეტული  შეფასების სქემას კი კონკრეტული დავალების შესაფასებლად ვიყენებთ.
შეფასების სქემის შექმნისას მნიშვნელოვანია მოსწავლეებმაც მიიღონ მონაწილეობა კრიტერიუმების შედგენაში, რაადგან მოსწავლეებს საკუთარი ცოდნის შეფასების მიმართ გაუჩნდეთ სამართლიანობის განცდა,
თითოეული საგნისთვის, სხვადასხვა აქტივობებისთვის, რომელთა განხორციელება სასწავლო წლის განმავლობაში გვიწევს, ჩვენც შემუშავებული გვაქვს შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც ცნობილია მოსწავლეებისთვის. მათ იციან კონკრეტული აქტივობის განხორციელებისას რა მოეთხოვებათ.

No comments:

Post a Comment