Friday, February 16, 2018

საგობრივი პროგრამები

რა აქტივობებით იწყებს პედაგოგი სასწავლო წელს?
სასწავლო პროცესის დაგეგმვა აუცილებელია, იმდენად რამდენადაც იგი სასწავლო პროცესის მოქნილობის საშუალებას იძლევა. პედაგოგი სასწავლო პროცესის დაგეგმვას რამდენიმე დონეზე ახდენს: წლიური(საგნის გეგმა-სილაბუსი), თემატური, კვირისა და გაკვეთილის გეგმები. ყველა ეს დონე უნდა იყოს ურთიერთკოორდინირებული. შესაბამისად ახალი სასწავლო წლის დაწყება წარმოუდგენელია წლიური(საგნის გეგმის-სილაბუსის) შემუშავების გარეშე.
რა არის სილაბუსი? რა მიზანს ემსახურება?
სილაბუსი (წლიური საგნის გეგმა) - ეს არის ლათინური სიტყვა და ნიშნავს რაიმეს ჩამონათვალს. წარმოადგენს სასწავლო კურსის პროგრამას. მასში მოცემულია კურსის სათაური, სწავლების საფეხური, მიზანი და ამოცანები, სწავლების ფორმატი (სწავლების მეთოდი), კურსის შინაარსობრივი გეგმა, გამოყენებული სახელმძღვანელოები და სხვა რესურსები, ასევე კურსის შეფასების პრინციპები (შუალედური, შემაჯამებელი, განმსაზღვრელი და სხვა), მოსალოდნელი შედეგები, კერძოდ, იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, რომელსაც უზრუნველყოფს კურსის დასრულება.
სილაბუსი არის ზოგადი ჩარჩო, თუ რა საკითხები იქნება განხილული წლის განმავლობაში და როგორ. იგი უნდა ეყრდნობოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას და გამდიდიდრებული უნდა იყოს მასწავლებლის გამოცდილებითა და შეხედულებით. საგნის გეგმის ძირითადი შემადგენელი კომპონენტებია:
  სასწავლო საგნის მიზანი;
  სასწავლო საგნის ამოცანები;
  წლის ბოლოს მისაღწევი შედეგი და განსავითარებელი კომპეტენციები;
  წლის განმავლობაში განსახილველი ძირითადი თემები თანმიმდევრულად დალაგებული და დაჯგუფებული;
  სასწავლო მასალა: ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელოები, კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, ვიდეო და აუდიო მასალა და ა.შ.
  ძირითადი მეთოდები, რომლებიც გამოყენებული იქნება ამ საკითხების შესწავლისას და შეფასებისას.
  სასწავლო კურსის შეფასება.

როგორც აღვნიშნე, წლიური გეგმის შემდეგ მოდის თემატური გეგმა, რომლის გარეშე სილაბუსი წარმოუდგენელია, რადგან  წლიური გეგმის შესრულება მოითხოვს მის განაწილებას თემებზე, თემატურისა - დროის ცალკეულ დანაყოფებზე, თავის მხრივ ამ გეგმების განაწილებას კვირებსა და დღეებზე. 
თემატურ გეგმაშიშედის წლის განმავლობაში განსახილვევლი მსხვილი თემები. თემატური გეგმა უფრო კონკრეტული და დეტალურია ვიდრე საგნის. მასში თანმიმდევრობითაა დალაგებული წლის განმავლობაში განსახილველი საკითხები, მათი მოკლე შინაარსი და ამ საკითხის სწავლების ბოლოს მისაღწევი შედეგები. თითოეულ თემაზე გადანაწილებული საათების რაოდენობა.

No comments:

Post a Comment