Saturday, February 17, 2018

ჩემ შესახებ

დავიბადე 1990 წლის 29 ნოემბერს.
ჟან მარტენ შარკოს  - ფრანგი ექიმის - ფსიქიატრის, ნევროლოგიურ დაავადებათა სპეციალისტის, ზიგმუნდ ფროიდის მასწავლებლის - დაბადების 
165 წლის თავზე. 
Jean-Martin Charcot.jpg









ჯონ ფლემინგის -  რადიოტექნიკისა და ელექტროტექნიკის დარგში ინგლისელი მეცნიერის  141 წლის იუბილეზე.

John Ambrose Fleming 1890.png
ჟაკ შირაკის - ფრანგი პოლიტიკოსისა და ყოფილი საფრანგეთის პრეზიდენტის 58 წლის იუბილეზე.
ChiracUSA.jpg
ანა კეი ფერისის - ამერიკელი მსახიობის 14 წლის იუბილეზე.

Anna Faris by Gage Skidmore.jpg











 ჩემი ბავშვობა იყო მხიარულიც, თბილიც, საქმიანიც. არ ვყოფილვარ ანცი, მაგრამ მიყვარდა მეგობრებთან თამაში, სოფლის ორღობეში. ხშირად სათამაშო რომ არ გვქონდა, მაგრამ ჩვენი ბავშვური ფანტაზიით ძველ ნივთებს (მაგ.: ბებიის, ბაბუის შემონახული ძველ კუპიურებს) ვიყენებდით საზრიანად. არ ვიღლებოდი თამაშით, მაგრამ არც სწავლა მავიწყდებოდა. 
 ვფიქრობ, ყოველთვის მქონდა პასუხისმგებლობის გრძნობა ჩემი პედაგოგების წინაშე, რომლებიც თავდაუზოგავად ცდილობდნენ ჩვენთვის ცოდნის კარის შეღებას და ცოდნის სამყაროში თვალდახუჭული სიარულისaთვის მომზადებას. მახსოვს ყველაზე სასიხარულო და ყველაზე ჭკუისსასწავლებელი ამბები.
   მიზანს თუ დავისახავ ყველაფერს ვაკეთებ, მივაღწიო მას. თუმცა არა პრინციპით: "მიზანი ამართლებს საშუალებას".
  ვერ ვიხსენებ, როდის გადავწყვიტე რა გზით წავსულიყავი, მომავალ პროფესიას ვგულისხმობ. მაგრამ მახსოვს, რომ ყოველთვის მინდოდა დამდგარიყო დღე, როდესაც ყველაზე ღრმა და ყველაზე უცნობ, ყველაზე რთულ და ყველაზე საყვარელ, ყველაზე შორეულ და ყველაზე ახლობელ, ყველაზე ანც და ყველაზე ცნობისმოყვარე ბავშვებს შემ ოვიკრებდი გარშემო და მივიქცევდი მათ ყურადღებას საინტერესო თემებზე საუბრით, საინტერესო იდეების მათი მონაწილეობით აღმოჩენის პროცესით. 
     ეს დღე დადგა არც ისე ხანმოკლე და არც ისე ხანგრძლივი, არც  ისე რთული და არც ისე მარტივი სწავლის პერიოდის შემდეგ. 
  ალბათ, მაინც ბავშვების სიყვარულმა და თვითონ მასწავლებლობის, ამ პროფესიის ინტერესმა გადამაწყვეტინა გავმხდარიყავი მასწავლებელი. 
     არ ვიცი რა იქნება მომავალში ჩემი მიზანი,  მაგრამ ახლა ვიცი რაც მინდა. გავულამაზო ყოველი დღე ჩემს ბავშვებს. ვაქციო ყოველი დღე ახალი აღმოჩენების დღედ. დავინახო მათი გაკვირვებული და აღფრთოვანებული სახეები, ჩემი ან მათი მიზეზით.
   ვარ მასწავლებელი, ესე იგი მაკისრია მოვალეობა ჩავყარო საძირკველი, რომ მათ იპოვონ ცხოვრების სწორი გზა, შევიტანო დიდი წვლილი მათ პიროვნებებად ჩამოყალიბების პროცესის დაწყებაში (ისე ხომ არაფერი ხდება დასაწყისი თუ არ აქვს). 
 ჩემი მიზანია ვიყო "მასწავლებელი", ე.ი. ჩემი მიზანია ვიაზროვნო და ვაკეთო, რაც შეიძლება მეტი ჩემი ბავშვებისთვის. 
   სადღაც მიდის დრო. არ მინდა დრო გამეპაროს. მინდა ბევრი შევძლო, ბევრი დავტოვო ქვეყანაზე, შეიძლება ბევრისთვის არა, მაგრამ ერთეულებისთვის მაინც, მთავარია დავტოვო.

Friday, February 16, 2018

საგობრივი პროგრამები

რა აქტივობებით იწყებს პედაგოგი სასწავლო წელს?
სასწავლო პროცესის დაგეგმვა აუცილებელია, იმდენად რამდენადაც იგი სასწავლო პროცესის მოქნილობის საშუალებას იძლევა. პედაგოგი სასწავლო პროცესის დაგეგმვას რამდენიმე დონეზე ახდენს: წლიური(საგნის გეგმა-სილაბუსი), თემატური, კვირისა და გაკვეთილის გეგმები. ყველა ეს დონე უნდა იყოს ურთიერთკოორდინირებული. შესაბამისად ახალი სასწავლო წლის დაწყება წარმოუდგენელია წლიური(საგნის გეგმის-სილაბუსის) შემუშავების გარეშე.
რა არის სილაბუსი? რა მიზანს ემსახურება?
სილაბუსი (წლიური საგნის გეგმა) - ეს არის ლათინური სიტყვა და ნიშნავს რაიმეს ჩამონათვალს. წარმოადგენს სასწავლო კურსის პროგრამას. მასში მოცემულია კურსის სათაური, სწავლების საფეხური, მიზანი და ამოცანები, სწავლების ფორმატი (სწავლების მეთოდი), კურსის შინაარსობრივი გეგმა, გამოყენებული სახელმძღვანელოები და სხვა რესურსები, ასევე კურსის შეფასების პრინციპები (შუალედური, შემაჯამებელი, განმსაზღვრელი და სხვა), მოსალოდნელი შედეგები, კერძოდ, იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, რომელსაც უზრუნველყოფს კურსის დასრულება.
სილაბუსი არის ზოგადი ჩარჩო, თუ რა საკითხები იქნება განხილული წლის განმავლობაში და როგორ. იგი უნდა ეყრდნობოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას და გამდიდიდრებული უნდა იყოს მასწავლებლის გამოცდილებითა და შეხედულებით. საგნის გეგმის ძირითადი შემადგენელი კომპონენტებია:
  სასწავლო საგნის მიზანი;
  სასწავლო საგნის ამოცანები;
  წლის ბოლოს მისაღწევი შედეგი და განსავითარებელი კომპეტენციები;
  წლის განმავლობაში განსახილველი ძირითადი თემები თანმიმდევრულად დალაგებული და დაჯგუფებული;
  სასწავლო მასალა: ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელოები, კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, ვიდეო და აუდიო მასალა და ა.შ.
  ძირითადი მეთოდები, რომლებიც გამოყენებული იქნება ამ საკითხების შესწავლისას და შეფასებისას.
  სასწავლო კურსის შეფასება.

როგორც აღვნიშნე, წლიური გეგმის შემდეგ მოდის თემატური გეგმა, რომლის გარეშე სილაბუსი წარმოუდგენელია, რადგან  წლიური გეგმის შესრულება მოითხოვს მის განაწილებას თემებზე, თემატურისა - დროის ცალკეულ დანაყოფებზე, თავის მხრივ ამ გეგმების განაწილებას კვირებსა და დღეებზე. 
თემატურ გეგმაშიშედის წლის განმავლობაში განსახილვევლი მსხვილი თემები. თემატური გეგმა უფრო კონკრეტული და დეტალურია ვიდრე საგნის. მასში თანმიმდევრობითაა დალაგებული წლის განმავლობაში განსახილველი საკითხები, მათი მოკლე შინაარსი და ამ საკითხის სწავლების ბოლოს მისაღწევი შედეგები. თითოეულ თემაზე გადანაწილებული საათების რაოდენობა.

შეფასების რუბრიკები

რა არის შეფასების სქემა?
შეფასების სქემაში წარმოდგენილია მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმები და მათი გამოყენების წესები, რომლის მიხედვითაც ფასდება მოსწავლის აკადემიური მოსწრება.
შეფასების სქემები, იმის მიხედვით თუ რა მიზნით ვიყენებთ მათ, სხვადასხვა სახისაა. აქედან გამომდინარე შეფასების სქემა შეიძლება იყოს ანალიტიკური, ჰოლისტური, ზოგადი და კონკრეტული. 
ანალიტიკური  შეფასების სქემაში კრიტერიუმები კონკრეტული ოპერაციების შეფასებაზეა ორიენტირებული და მორგებული. კონკრეტული ოპერაციის შეფასებით  შეგვიძლია გავიგოთ მოსწავლემ რა როგორ გააკეთა.
ჰოლისტური შეფასების სქემაში ვაერთიანებთ ყველა კრიტერიუმსა და მახასიათებლებს. მოსწავლის შეფასება ხდება ზოგადად და არა კონკრეტული მახასიათებლებით.
ზოგადი შეფასების სქემა დავალებებისა და უნარ-ჩვევების ერთობლიობების შესაფასებლად გამოიყენება.
კონკრეტული  შეფასების სქემას კი კონკრეტული დავალების შესაფასებლად ვიყენებთ.
შეფასების სქემის შექმნისას მნიშვნელოვანია მოსწავლეებმაც მიიღონ მონაწილეობა კრიტერიუმების შედგენაში, რაადგან მოსწავლეებს საკუთარი ცოდნის შეფასების მიმართ გაუჩნდეთ სამართლიანობის განცდა,
თითოეული საგნისთვის, სხვადასხვა აქტივობებისთვის, რომელთა განხორციელება სასწავლო წლის განმავლობაში გვიწევს, ჩვენც შემუშავებული გვაქვს შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც ცნობილია მოსწავლეებისთვის. მათ იციან კონკრეტული აქტივობის განხორციელებისას რა მოეთხოვებათ.

სადამრიგებლო პროგრამა

2016-2017, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე შევიმუშავე სადამრიგებლო პროგრამა, განვსაზღვრე ის ძირითადი მიმართულებები, რომლის მიხედვითაც ვიმუშავებ მოსწავლეებთან მთელი წლის განმავლობაში, ის საკითხები, რომლებზეც გვექნება საუბარი 2016-2017 სასწ.წ.-ს კლასის საათზე. შევადგინე იმ ლიტერატურის (საკითხავი, ვიდეო მასალა) სია, რომელსაც კითხვის საათზე გავეცნობით და ვიმსჯელებთ წაკითხულისა და მოსმენილის შესახებ. ჩამოვაყალიბე იმ ძირითადი ღონისძიებების სია, რომელსაც განვახორციელებთ მე და ჩემი მოსწავლეები დამოუკიდებლად თუ მშობელთა ჩართულობით.

Thursday, February 15, 2018

"ზამთარი და ახალი წელი მხატვრულ ლიტერატურაში"

ზამთრის დადგომასთან და ახალი 2018 წლის მოახლოებასთან დაკავშირებით IVე კლასში ჩატარდა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია "ზამთარი და ახალი წელი მხატვრულ ლიტერატურაში". მოსწავლეებმა პროგრამულა შესწავლილი და სხვა მხატვრული ნაწარმოებები, რომლებიც თემატურად უკავშირდებოდა ზამთარსა და ახალ წელს, წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას.





გასვლითი ექსკურსიები


15 დეკემბერს ვესტუმრეთ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსადაქორეოგრაფიისსახელმწიფომუზეუმს. მუზეუმში სტუმრობის მიზანი იყო: ბავშვების დაინტერესება ხელოვნებით. საქართველოს სხვადასხვა კუთხის საახალწლო ტრადიციების გაცნობა, საკუთარი ხელით საახალწლო ნაძვისხისთვის დეკორატიული სათამაშოების დამზადება. მოსწავლეებმა მოისმინეს მუზეუმის შენობის დაარსების ისტორია, მასში მუზეუმის გახსნის ისტორია და დაათვალიერეს შვიდი დარბაზი, სადაც სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშებსა და ექსპონატებს, მათ ისტორიას გაეცნენ. მუზეუმში სტუმრობის ბოლოს მოისმინეს საქარველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული ტრადიციების შესახებ და საკუთარი ხელით დაამზადეს საახალწლო ნაძვის ხის დეკორატიული სათამაშოები. მოსწავლეები კმაყოფილები დაბრუნდნენ მუზეუმიდან.



















მარტის თვეში ვესტუმრეთ სახალის მეცნიერებათა მუზეუმს. მუზეუმში სტუმრობამ მოსწავლეებსსრულიადშეუცვალა მეცნიერებისადამუზეუმებისშესახებწარმოდგენა, მოსწავლეები უშუალოდ შეეხნენ მუზეუმში წარმოდგენილ ექსპონატებს, გამოსცადეს, ააწყესდადაშალეს. შედეგად მოსწავლეებმა იგრძენესთავინამდვილმეცნიერად.გაზომესყვირილისძალისსიძლიერე, დასხდნენლურსმნებზე, ასწიესმეგობრებიჰაერში, დაიჭირეს ხელშიელვა, დახატესქვიშითდაიგრძნესთავიროკ-ვარსკვლავად დრამთან.
























მაისის თვეში ვესტუმრეთ ეთნოგრაფიულ მუზეუმს. მოსწავლეებმა მოინახულე საქართველოსმინიატურულიმოდელი, რომელიცასახავსმისმრავალფეროვანეთნოკულტურას. მოსწავლეებმა დიდი გულისყურით მოისმინეს მიწოდებული ინფორმაცია.






Wednesday, February 14, 2018

მკვითხელთა კლუბი

2017-2018 სასწავლო წლის იანვრის თვიდან IIIე, IVდ და IVე კლასის პედაგოგებმა მოსწავლეებთან ერთად შევქმენით მკითხველთა კლუბი "სიბრძნის მაძიებლები".
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე შევარჩიეთ საკითხავი ლიტერატურა (გიორგი კეკელიძე-"თომას ზღაპრები") და დავგეგმეთ აქტივობები, რომლებსაც შემდეგ შეხვედრაზე განვახორციელებდით.
 I შეხვედრა. 🕑🤝📢📖
შეხვედრის მიზანი იყო წაკითხული წიგნის შინაარსის წვდომა, გაუგებარი სიტყვებისა და გამონათქვამების განმარტება. 
შეხვედრის დასაწყისში გავიხსენეთ კლუბის შექმნის მიზანი, წიგნი, რომელიც წავიკითხეთ (გიორგი კეკელიძის "თომას ზღაპრები") და განვსაზღვრეთ შეხვედრის მიზანი. 
მოსწავლეები დავყავით 3 ჯგუფად. ისმენდნენ რა შინაარსზე ორიენტირებულ კითხვებს, შესაბამის პასუხებს ჯგუფებში შეჯერების შემდეგ აფიქსირებდნენ. ასევე, განვმარტეთ გაუგებარი სიტყვები და გამოთქმები.
შეხვედრა წარმატებული აღმოჩნდა,👏 რადგან მოსწავლეებმა, როგორც შინაარსზე ორიენტირებულ შეკითხვებზე პასუხს გაართვეს თავი, ისე, ერთი შეხედვით, გაუგებარი სიტყვებისა და გამოთქმების განმარტებებს.
ასევე, უნდა აღინიშნოს მოსწავლეების მონდომება, 🙋‍♂️🙋‍♀️ ინტერესი 🤔 და ხალისი 🙆‍♀️🙆‍♂️აღნიშნული საქმიანობისადმი.
მომდევნო შეხვედრისთვის მოსწავლეებს დაევალათ, მისწერონ წერილი  თომას. ჰკითხონ, რაც აინტერესებთ, რაზეც წიგნიდან პასუხი ვერ მიიღეს. მომდევნო შეხვედრაზე წერილის ადრესატი, სურვილისამებრ, იქნება რამდენიმე ბავშვი და კლუბის სხვა წევრების თომასთვის გაგზავნილ წერილს უპასუხებს თომას სახელით.
აღნიშნულმა დავალებამ მოსწავლეების მოწონება 👌👍დაიმსახურა. როგორც ჩანს, 🤔 თომასთან ბევრი შეკითხვა აქვთ. 
წარმატებები მათ. 😍




II შეხვედრა(04.04.2018წ.)
მეორე შეხვედრაზე მოსწავლეებმა წერილი მისწერეს თომას, სადაც გადმოსცეს თავიანთი შთაბეჭდილებები და ემოციები, წაკითხულით გამოწვეული. ასევე, დაუსვეს ბევრი შეკითხვა, იმ თემებზე, რის შესახებაც მისგან მეტის გაგება უნდოდათ. რა თქმა უნდა თომას ზღაპრიდან ვერ გადმოვიყვანდით, მიუხედავად იმისა, რომ ამის დიდი სურვილი გვქონდა და ვნატრობთ მასთან შეხვედრას, რადგან ძალიან შეგვიყვარდა თომა და ჩვენი მეგობარიც გახდა. ასე რომ რამდენიმე მოსწავლემ, თავიანთი სურვილით, მოირგო თომას როლი და შეეცადა თომასთვის მიწერილი წერილებისთვის სრულყოფილად და დამაჯერებლად ეპასუხა.
თომას როლის შემსრულებლებმა კარგად გაითავისეს დაკისრებული მისია და დამაჯერებელი პასუხებიც გასცეს წერილში დასმულ ბევრ აზრიან და საინტერესო კითხვას.
შეხვედრის დასასრულს შევაჯამეთ შეხვედრა და მომავალი შეხვედრის დავალებებიც განვსაზღვრეთ.
გადავწყვიტეთ, რადგან ძალიან მოგვეწონა "თომას ზღაპრები" გავაკეთოთ წიგნის რეკლამა და ჩვენი თანატოლები, ჩვენზე პატარები თუ დიდები დავაინტერესოთ, წაიკითხონ ეს საოცრად საოცარი წიგნი. წიგნი, რომელიც გიხსნის, როდის მთავრდება ბავშვობა, როგორია სიტყვარული, როგორი უნდა იყოს სიტყვა, რომ მადლი ჰქონდეს და ბევრი სხვა.
ძალიან, ძალიან გვინდა "თომას ზღაპრების" ავტორთან შეხვედრა. სურვილები ხდებაო, მთავარია გჯეროდეს და მთელი გულით ჩაიფიქროვო! 

























III შეხვედრა     "გემრიელი ვიქტორია" 






Tuesday, February 13, 2018

საბავშვო გადაცემა "რაც ვიცით და არ ვიცით"

2017 წლის მარტის თვიდან დავიწყეთ მზადება საბავშვო გადაცემის მოსამზადებლად, ჩასაწერად.
ჩვენს გადაცემებში ნახავთ და მოისმენთ ბევრ საინტერესო, შემეცნებით, სახალისო ამბავს. გიამბობთ ყველაფერზე მთელი მსოფლიოდან და სამყაროდან. იმის შესახებ, რაც უკვე ვიცით და რაც ჯერ არ ვიცით. ამ ყველაფერს ჩვენი მშობლიური ანბანის მიხედვით აკინძულს შემოგთავაზებთ. 
გადაცემას მოამზადებენ სსიპ ქალაქ თბილისის N108 საჯარო სკოლის IIIე კლასის მოსწავლეები.

გადაცემები შეგიძლიათ იხილოთ: https://web.facebook.com/racvicitdaarvicit/?ref=aymt_homepage_panel#
ან ამისთვის საკმარისია საძიებო ველში ჩაწეროთ - საბავშვო გადაცემა "რაც ვიცით და არ ვიცით". ასევე https://www.youtube.com/watch?v=iK8aJLUkquc
https://www.youtube.com/watch?v=OS1h_YjC3HM

გადაცემებზე მუშაობა ფაქტიურად პროექტის ხასიათისაა, იმდენად რამდენადაც მოსწავლეები ამუშავებენ საჭირო ინფორმაციას (ჩემი დახმარებით) ანბანის მიხედვით დაწყობილს და ამ პროცესში ისინი უამრავ საინტერესო და აქამდე უცნობი ფაქტების თუ მოვლენების შესახებ იღებენ ინფორმაციას თამაშის გზით, რადგან მათთვის თამაში-"იყვნენ ჟურნალისტები" ძალიან საინტერესო, სახალისო და მოტივაციის მიმცემია.
გადაცემები არ შემოიფარგლება მხოლოდ შიდა საკლასო ხასიათის რეპორტაჟებით. მოსწავლეები, შეძლებისდაგვარად, მოამზადებენ რეპორტჟებს სახვადასხვა ადგილიდან. 


დიდი იმედი გვაქვს, პროექტი წარმატებული იქნება და ეფექტურ შედეგზე გავალთ. მოსწავლეები შეიტყობენ ბევრს მთელი მსოფლიოდან და სამყაროდან. რაც მთავარია, განუვითარდებათ პრეზენტაციის, გაბმული, სწორი მეტყველებისა და კომუნიკაციის, აუდიტორიასთან წარდგენის უნარები, რაც თანამედროვე ადამიანისთვის მნიშვნელოვან უნარებს წარმოადგენს. 
გადაცემაზე მუშაობა განვაახლეთ 2017-2018 სასწავლო წლიდანაც, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო მხოლოდ ერთი გადაცემის ჩაწერა მოვახერხეთ. მაგრამ გადაცემა იყო მრავლის მომცველი, საინტერესო. 
გადაცემა შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ მისამართზე:  https://web.facebook.com/racvicitdaarvicit/videos/2026631564262597/

Monday, February 12, 2018

დედამიწის დღე


აპრილის თვეში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში გაიმართა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომლის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს IVკლასის მოსწავლეებმაც. კვირეულის ფარგლებში მოვამზადეთ თემატური გაზეთები. მოსწავლეების უმრავლესობამ აქტიური მონაწილეობა მიიღო განხორციელებულ აქტივობაში. ამასთან ერთად, მონაწილეობა მივიღეთ საერთო სასკოლო აქტივობაში, გავამწვანეთ სკოლის ეზო. დავრგეთ ფერადი ყვავილები. 


Sunday, February 11, 2018

კითხვის საათი

2017-2018 სასწავლო წლის განმავლობაში ტარდებოდა კითხვის საათი, რომლის განმავლობაშიც მოსწავლეები კითხულობდნენ და აანალიზებდნენ წაკითხულს. კითხვის საათზე, შეიძლება ითქვას, ყველაზე გამორჩეულ საკითხავ ლიტერატურად შევარჩიეთ "მაწანწალა რასმუსი". კითხვის პარალელურად ვაწარმოებდით მკითხველის დღიურს, სადაც მოსწავლეები თითოეული თავის წაკითხვის შემდეგ წერილობით ან ჩანახატის სახით აფიქსირებდნენ წაკითხული მონაკვეთის(თავის) მთავარ აზრს, გამოხატავდნენ ემოციას წაკითხულის შესახებ და ბოლოს გამოთქვამდნენ ვარაუდს, რა მოხდებოდა მომდევნო მონაკვეთში(თავში).
მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა წიგნის საერთო კითხვის პროცესი და განსაკუთრებით მკითხველის დღიურის წარმოება. მიუხედავად ამისა, იყო რამდენიმე მოსწავლე, რომელიც ნაკლები ინტერესით ეკიდებოდა დღიურის წარმოებას, თუმცა წიგნის კითხვის და ანალიზის პროცესი მათთვისაც საინტერესო იყო. 

არა ძალადობას!

2017-2018 სასწავლო წლის მარტის თვეში(1-10) სკოლაში მოეწყო კვირეული "არა ძალადობას!"
კვირეულის ფარგლებში დავამზადეთ გაზეთები, ბანერები, სკოლის ეზოში პარალელური კლასის მოსწავლეებთან ერთად გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და დავგმეთ იგი. გადავიღეთ პატარა ვიდეორგოლი.

1 ივნისი

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.

ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებს მივაწოდე ინფორმაცია, რომელი წლიდან აღინიშნება, რა ღონისძიებებით და ა.შ. გარდა ამისა,  განხორციელდა რამდენიმე სახის სახალისო აქტივობა როგორიცაა მაგალითად, "ჩემი ისტორია". აქტივობის მიზანი იყო გაგვერკვია რამდენად იცნობდნენ ბავშვები ერთმანეთს. მოსწავლეებმა პატარა ფურცლებზე დაწერეს საკუთარი თავის შესახებ, ის რაც ყველასთვის ერთი შეხედვით არ ჩანს. ბარათები ჩამაბარეს მე და ანონიმურად წავუკითხე მთელ კლასს, მოსწავლეებმა კი ამოიცნეს ერთმანეთი. შედეგად მივხვდით, რომ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და გავხალისდით.ამასთან, ერთ-ერთი აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა მშობლების მონაწილეობით. ასევე, გვესტუმრნენ მშობლები ფერადი ბუშტებით და გაგვილამაზეს დღე. 
დღის ბოლოს, პარალელური კლასის მოსწავლეებთან ერთად დავდგით ფლეშმობი. 
შედეგად მოსწავლეებისთვის ეს დღე ძალიან მხიარული და სასიამოვნო აღმოჩნდა. 

Saturday, February 10, 2018

კლასის საათი

2017-2018 სასწავლო წლის განმავლობაში ტარდებოდა კლასის, სადამრიგებლო საათები, რომლის მიზანი იყო მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, შესაბამისად, კლასის საათზე ვსაუბრობდით საკითხებზე, რომლებიც მოსწავლეებისგან მოითხოვდა საკუთარი აზრის დაფიქსირებას, სხვისი აზრის შეფასებას, მისი საწინააღმდეგო არგუმენტების მოყვანას და ა.შ. 
ერთ-ერთ სადამრიგებლო საათზე ვისაუბრეთ კონფლიქტზე და მისი მოგვარების გზებზე, ვნახეთ შესაბამისი თემატიკის სახალისო ანიმაციები. ანიმაციების ჩვენებამდე და ანალიზამდე მოსწავლეებმა გამოთქვეს ვარაუდები: როგორ ესმით რა არის კონფლიქტი. რა შეიძლება იყოს კონფლიქტის წარმოშობის მიზეზი და როგორ შეიძლება კონფლიქტის მოგვარება.
ამის შემდეგ ნახეს ანიმაციები, რომლის პერსონაჟები სხვადასხვა მიზეზით ვერ რიგდებოდნენ და ხდებოდნენ კონფლიქტის მონაწილეები. თუმცა, ხვდებოდნენ თავიანთ წილ შეცდომას და აგვარებდნენ კონფლიქტს. 




Friday, February 9, 2018

"„ეს 4 წელი"


2017-2018 სასწავლო წლის დასასრულს IV და IVკლასის მოსწავლეებმა დამსწრე 
საზოგადოებას წარუდგინეს ღონისძიება სახელწოდებით „ეს ოთხი წელი“. ღონისძიებაზე  მოსწავლეებმა გაიხსენეს პირველ კლასში მოსვლის პირველი დღე, ემოციები. წარმოადგინეს სახალისო მინი სცენარები, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული. მოეფერნენ და დაემშვიდობნენ პირველ მასწავლებლებს.